ფეხბურთი

11:49 | 6.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან რომერო მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ მცველი კრისტიან რომერო ესპანურ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ მედიაში განაცხადა.

„კუტი რომეროსა და „ატლეტიკოს“ შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტის შესახებ (წელიწადში 6 მილიონი ევროს ანაზღაურებით), 2031 წლამდე გახანგრძლივების ოფციით.

„ატლეტიკო“ ამჟამად „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს გარიგების დასასრულებლად. „დეზები“ არგენტინელში 40-45 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა მცველმა უკვე მოითხოვა გაყიდვა.

ინგლისის პრემიერ ლიგის 2025/2026 წლების სეზონში 28 წლის რომერომ 23 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ასევე რვა მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა ჩემპიონთა ლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171593