იტალიურმა „რომამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2026/2027 წლების სეზონისთვის გასვლითი ფორმა წარადგინა.
„ეს ფორმა მარტივი დიზაინითაა წარმოდგენილი, რომელიც „რომას“ გულშემატკივრებთან კავშირს, ტრადიციებს და ამ მაისურის სიამაყით ტარების პასუხისმგებლობას განასახიერებს.“
მაისურს მკვეთრ თეთრ ფონზე ყვითელი და წითელი ზოლები აქვს მკერდზე. ზოლის ცენტრში, კონტრასტს ქმნის ვინტაჟური კლუბის გერბი, რომელიც 1938 წელს წარმოადგინეს და გარკვეული ვარიაციებით, ექსკლუზიურად გამოიყენებოდა ამ მაისურზე 1946/47 წლების სეზონამდე.
საყელოს უკანა მხარეს დიზაინზე წარწერა ROMA CHIAMOა, რომელიც Campo Testaccio-ს ჰიმნს მოგვაგონებს - გუნდს, მის ისტორიასა და გულშემატკივრებს შორის ურღვევი კავშირის ხელშესახები სიმბოლო“, - ნათქვამია განცხადებაში.





