ფეხბურთი

14:42 | 6.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ შეუერთდა როდრის შეძენის მცდელობაში

„ბარსელონა“ დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის შეძენით - წერს The Athletic.

წყაროს ცნობით, კატალონიელებმა 30 წლის ესპანელის წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს. გამოცემა ამტკიცებს, რომ „ბარსელონაში“ გადასვლა როდრისთვის მიმზიდველია მისი სათამაშო სტილისა და ადაპტაციის სიმარტივის გამო.

„ბარსელონას“ ინტერესი „სიტის“ ნახევარმცველის მიმართ ფრენკი დე იონგის ტრავმას უკავშირდება, რომელიც, სავარაუდოდ, დიდი ხნით ვერ ითამაშებს. თუმცა, „ბარსელონას“ ერთი ან მეტი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს, რათა გუნდში ადგილი გაათავისუფლოს და გარიგების დასასრულებლად ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალი“ როდრის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როდრი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რომლის ფინალშიც ესპანეთმა არგენტინა დაამარცხა (1:0 დ. დ.).

როდრი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მან გუნდში 298 მატჩი ჩაატარა, 28 ბურთი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085655