მადრიდის „რეალმა“ იან დიომანდე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კოტდივუარელი ტალანტის სანაცვლოდ „სამეფო კლუბმა“ გერმანულ „ლაიფციგს“ 140 მილიონი ევრო გადაუხადა. იანისთვის ბრძოლაში ესპანურმა გრანდმა პსჟ-სა და „ლივერპულს“ აჯობა, რომლებიც ფეხბურთელით საწყის ეტაპზე ინტერესდებიდნენ.
შეგახსენებთ, რომ იან დიომანდემ გასულ სეზონში „ლაიფციგის“ მაისურით 36 თამაშში 13 გოლი გაიტანა. დიომანდეს კოტ დივუარის ნაკრებში გამართულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.





