„პარი სენ-ჟერმენმა“ „მონაკოდან“ მაგნის აკლიუში დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პსჟ-მ მონეგასკებს ნიჭიერი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადა. აკლიუშმა კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 11-ნომრიანი მაისური მოირგო.
აკლიუშმა „მონაკოში“ 2022 წლიდან 139 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 23 გოლის გატანა შეძლო, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 10 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.





