მადრიდის „რეალმა“ ვინისიუს ჟუნიორთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ვინისიუსი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2032 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
„რვა წელი „ბერნაბეუზე“ ძალიან ცოტაა... კიდევ ექვსი წელი და სამუდამოდ „რეალი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ვინისიუსმა.
ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და 376 შეხვედრაში 128 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სამბოლოში, „ფლამენგოს“ ღირსებას იცავდა.





