ფეხბურთი

23:05 | 6.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს ტრაფორდი "ლიდსის" ფეხბურთელია

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ჯეიმს ტრაფორდი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი მეკარის სანაცვლოდ იორკშირელებმა 50 მილიონი ევრო გადაიხადეს. გარდა ამისა, „სიტი“ მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 20%-საც მიიღებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ჯეიმს ტრაფორდი „მანჩესტერ სიტის“ შარშან შეუერთდა და 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონკურენციის გამო გუნდს ტოვებს. მანამდე ის „ბოლტონის“ და „ბარნლის“ კარს იცავდა, ინგლისის ნაკრებში კი ორჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157123