კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში თბილისის „დინამოს“ დამმარცხებელმა, ვილნიუსის „ჟალგირისმა“ (0:3, 7:2), ტურნირის მესამე წრის პირველ მატჩში ხორვატულ „ჰაიდუკს“ უმასპინძლა და 2:5 განადგურდა.
ლიეტუველები თავიდან სერბი ნიკოლა პეტკოვიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ხორვატებმა იძალეს და 2:5 გაიმარჯვეს. დუბლი მიითვალა სტუმართა 26 წლის ფორვარდმა მიშელ შეგომ.
საპასუხო შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება სპლიტში.







