ფეხბურთი

16:23 | 7.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილამ“ პსჟ-სთან უეფას სუპერთასის მატჩისთვის მესამე ფორმა წარადგინა

ინგლისურმა „ასტონ ვილამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2026/2027 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა.

გუნდი ამ ახალ ფორმას დღეს, 7 აგვისტოს, გერმანულ მიუნხენის „ბაიერნთან“ ამხანაგურ მატჩში, ასევე ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“ უეფას სუპერთასის შეხვედრაში 12 აგვისტოს ჩაიცვამს.

„ასტონ ვილა“ სიამოვნებით წარმოგიდგენთ 2026/2027 წლების სეზონის ახალ, „ადიდასის“ მესამე ფორმას, რომელსაც ფეხბურთელები დღეს პირველად ჩაიცვამენ.

ახალი ფორმის მოტივები შთაგონებულია „ვილა პარკის“ ცნობილი „ჰოლტ ენდის“ ტრიბუნით, მაისურებზე ამოტვიფრული უნიკალური მოზაიკური ნიმუშებით და საყელოს უკანა მხარეს გამოსახული „ჰოლტ ენდის“ სიმბოლოთი, ნათქვამია განცხადებაში.

თეგებიასტონ ვილა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097386