ფეხბურთი

18:42 | 7.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ იაპონელ მეკარეს 36 მილიონად დაიმატებს

"პარი სენ-ჟერმენი" "პარმასა" და იაპონიის ნაკრების მეკარეს, ზიონ სუძუკის დაიმატებს. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

აზიელის სანაცვლოდ პსჟ იტალიურ კლუბს 36 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელს კონტრაქტს 2031 წლამდე გაუფორმებს.

ზიონ სუძუკი „პარმაში“ 2024 წლიდან თამაშობს და 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „სენტ ტრუიდენის“ და „ურავას“ ღირსებას იცავდა, იაპონიის ნაკრებში კი 28 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083601