ფეხბურთი

18:05 | 7.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" როდრის კონტრაქტის დეტალები ცნობილია

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი როდრი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

ცნობილია კონტრაქტის დეტალებიც: „ბარსა“ ესპანელთან ხელშეკრულებას 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში 15 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობილია, რომ როდრის შეძენა მადრიდის „რეალს“ სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი „ბარსას“ სასარგებლოდ გააკეთა.

როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 298 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მანამდე ესპანელი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.144034