ფეხბურთი

21:16 | 7.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" "რეალიდან" არგენტინელი შემტევი დაიმატა

არგენტინელი ფეხბურთელი ფრანკო მასტანტუონო კარიერას მადრიდის „რეალიდან“ „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ახალგაზრდა შემტევი ფლორენციელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და გაისად ის მადრიდში დაბრუნდება.

ფრანკო მასტანტუონომ „რეალის“ მაისურით პირველ სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. მანამდე ის „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა, ხოლო არგენტინის ნაკრებში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166905