„ლივერპული“ „ბარსელონადან“ რონალდ არაუხოს დაიმატებს. ტრანსფერზე შეთანხმება კლუბებს შორის უკვე შედგა და გარიგება გადაწყვეტილია.
ეს მოულოდნელი ტრანსფერია, მაგრამ ფაქტია, რომელიც სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია.
რონალდ არაუხო „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 213 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე ურუგვაელი „რენციცასის“ და „ბოსტონ რივერის“ წევრი იყო.





