ფეხბურთი

12:26 | 8.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "ტოტენჰემს" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების და "ვილიარეალის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა „ტოტენჰემში“ გადავიდეს.

ბრიტანელი ჟურნალისტის პოლ ო’ოკიფის ცნობით, „დეზების“ მიზანია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარემარბი და თავდამსხმელი დაიმატონ, რომელიც მრავალმხრივი მოთამაშე იქნება. მიქაუტაძე სწორედ ასეთი კატეგორიის ფეხბურთელია.

ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული ან ფინანსური დეტალები უცნობია. მიქაუტაძეს „ვილიარეალთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მან გასულ სეზონში ესპანურ კლუბში 13 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „ლიონში“, „მეცსა“ და „სერენში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.076977