ფეხბურთი

14:45 | 8.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" პსჟ-ს ბარკოლაში 115 მილიონი შესთავაზა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ბრედლი ბარკოლა „ლივერპულის“ მთავარი სამიზნეა.

ინგლისურმა კლუბმა 115 მილიონი ევრო შესთავაზა პარიზულ გუნდს ფრანგი გარემარბის სანაცვლოდ. ბარკოლასთან „წითლებს“ პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვთ და ფრანგს ინგლისში გადასვლა სურს. კონტრაქტი 2032 წლამდე უკვე მზადაა.

თუმცა, პრობლემა პსჟ-ს მოთხოვნაა, რომელიც ბარკოლაში 150 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

ბრედლი ბარკოლა პსჟ-ში 2023 წლიდან თამაშობს და 152 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. ის „ლიონის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2021-2024 წლებში გამოდიოდა. საფრანგეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 28 თამაშში 6 გოლია, მათ შორის, 3 გოლი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086155