ფეხბურთი

19:10 | 8.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუ კარიერას თურქეთში გააგრძელებს

რომელუ ლუკაკუ დიდი ალბათობით, კარიერას „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.

2028 წლამდე კონტრაქტზე, ერთი წლით განახლების ვარიანტით, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. „ფენერი“ ამჟამად „ნაპოლისთან“ ტრანსფერის ფასზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ნაპოლი“ 10 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან „ჩელსის“ თანხის 40% წილი უნდა ერგო. ლუკაკუს ბოლო დღეებში „ატლანტა იუნაიტედის“, „ბეშიქთაშის“ და „ტრაბზონსპორის“ შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, სამაგიეროდ, „ფენერბაჰჩეში“ გადასვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს „ანდერლეხტის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „ევერტონის“, „მანჩესტერის“, „ჩესლის“, „ინტერისა“ და „რომას“ რიგებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161998