„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ამხანაგური მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ნორმალურია შეცდომების დაშვება და ის გუნდის თამაშით კმაყოფილია:
„რამდენიმე კარგი რამ ვნახეთ, მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. ამის შემდეგ, რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რაც სეზონის ამ ეტაპზე ნორმალურია. ვფიქრობ, დადებითი ის არის, რომ არცერთი მოთამაშე არ დაშავებულა და მომავალ ორშაბათს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდება. ახლა სუპერთასის ფინალზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. სეზონს ძალიან ადრე ვიწყებთ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელი ფეხბურთელები არიან ყველაზე მზად ფინალში სათამაშოდ, მაგრამ გვიხარია, რომ ფეხბურთელები დაბრუნდნენ, ისევ ერთად ვართ და ამით ბედნიერები ვართ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
პსჟ-მ დაასრულა მოსამზადებელი ეტაპი, ამიერიდან მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს ჩაატარებს: 12 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“, 16 აგვისტოს, საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსს“ შეხვდება, ხოლო 23 აგვისტოს ლიგა 1-საც დაიწყებს „რენის“ წინააღმდეგ თამაშით.





