შვედურ გიოტებორგში პსჟ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. „გალმა ულევის“ სტადიონზე მატჩს 18 416 მაყურებელი დაესწო.
პსჟ ადრეული გოლით დაწინაურდა. უკვე მე-2 წუთზე პარიზელმა იბრაჰიმ მბაიემ გახსნა ანგარიში დრო ფერნანდესის გადაცემით. საგოლე კომბინაცია კი კვარაცხელიამ დაიწყო. 32-ე წუთზე კი ბრაიან მბემომ გაათანაბრა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
ეს პსჟ-ს მეორე წინასასეზონო ამხანაგური მატჩი გახლდათ. მანამდე 5 აგვისტოს ლუის ენრიკეს გუნდი „მალიორკასთან“ 0:3 დამარცხდა. თუმცა პარიზელთა რიგებში იმ მატჩში ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშა.
12 აგვისტოს კი პსჟ-ს ზალცბურგში „რედ ბულ არენაზე“ სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა ელის. უეფას სუპერთასის მატჩში ისინი ევროპა ლიგის გამარჯვებულს, „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.







