„ვილიარეალი“ სტამბოლში „გალათასარაის“ ესტუმრა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.
ესპანელები მესამე წუთზე აიოზე პერესმა პენალტით დააწინაურა, რასაც ორ წუთში ვიქტორ ოსიმენმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. თუმცა, 41-ე წუთზე მიქაუტაძემ დალაშქრა თურქების კარი და როგორც მერე გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, შესაბამისად, გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი მოედანზე 72-ე წუთამდე იყო. მან მიმდინარე პრესეზონზე მეორედ გამოიჩინა თავი, მანამდე პსვ ეინდჰოვენს გაუტანა.
„ვილიარეალმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და სეზონს 16 აგვისტოს, გიორგი გულიაშვილის „რასინგთან“ საგარეო შეხვედრით დაიწყებს, ლა ლიგის პირველი ტურის ეგიდით.







