„ბარსელონა“ „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ბარსელონას“ პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშისა და ლეგენდის, ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალების გამო და „ბარსელონას“ ოჯახის სახელით სამძიმარს უცხადებენ ოჯახს.
„ბარსელონა“ მადლობას უხდის ხორხე მესის ჩვენი კლუბისადმი ერთგულებისთვის და იმისთვის, რომ მან ჩვენ გვანდო მისი შვილის, ლეოს საფეხბურთო კარიერის დასაწყისი და ყველაზე დიდებული წლები.
მშვიდობით განისვენოს“, - ნათქვამია „ბარსელონას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლიონელ მესი ბარსელონაში 2003 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა.







