ფეხბურთი

10:26 | 9.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო თბილისის“ რიგებს ბრაზილიელი ნახევარმცველი - ველტონ ნუნიეს კარვალიო შეუერთდა.

კარვალიომ საფეხბურთო კარიერა ბრაზილიურ ლონდრინაში დაიწყო. შემდეგ პორტუგალიური ვიტორია გიმარაეშის, ფელგეირას და პაკოშ დე ფერეირას ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი ველტონმა არარატ არმენიაში გაატარა.

27 წლის ფეხბურთელს შემტევი ნახევარმცველისა და ვინგერის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს. კლუბსა და კარვალიოს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155405