პაოლო მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ კლუბი კიდევ ერთხელ შეიცვალა - იტალიელი „ატალანტადან“ „კალიარიში“ გადავიდა.
მალდინი სარდნიელებს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. „კალიარის“ გაისად მისი გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ შეეძლება.
24 წლის დანიელ მალდინი „მილანის“ აღზრდილია, გარდა ამისა, „სპეციაში“, „ემპოლიში“, „მონცაში“, „ლაციოსა“ და „ატალანტაში“ უთამაშია, ხოლო იტალიის ნაკრებში 6 თამაში აქვს ჩატარებული.
აღსანიშნავია, რომ დანიელ მალდინიმ 8 წლის განმავლობაში 7 კლუბი შეიცვალა, მაშინ, როცა მამამისმა მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარა („მილანში“ 24 წელი).





