ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს.
სერბით „ბეშიქთაში“ ინტერესდება, რომელიც მას სეზონში 10 მილიონი ევროს ხელფასს სთავაზობს. დუშანის მთავარი მიზანი სტამბოლში გადაბარგება არაა, მაგრამ მას 30 ივნისს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თვეზე მეტია, რაც უგუნდოდაა. მიუხედავად ამისა, სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო.
როგორც იტალიური მედია წერს, ვლაჰოვიჩმა ამიტომაც გაუღო კარი „ბეშიქთაშს“ და უკვე თანახმაა თურქულ გუნდს შეუერთდეს, რადგან უფრო ძლიერი გუნდისგან შეთავაზება ამ დრომდე არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ "ბეშიქთაშის" მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანოა, რომელიც ვლაჰოვიჩს "ფიორენტინაში" წვრთნიდა და სერბს სწორედ მაშინ ჰქონდა კარიერის საუკეთესო მონაკვეთი.
დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობდა და 168 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა. მანამდე კი „ფიორენტინას“ და „პარტიზანის“ ღირსებას იცავდა.







