ფეხბურთი

17:22 | 9.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუც თურქეთში ითამაშებს

„ნაპოლის“ ფეხბურთელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“, დასკვნით ეტაპზეა. მხარეებს შორის ყველა დეტალი გარკვეულია.

იტალიური კლუბი ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს. „ფენერი“ რომელუს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, გარიგებაში შეიძლება შევიდეს ერთი წლით ხელშეკრულების განახლების ვარიანტიც. ლუკაკუს ხელფასი თურქულ კლუბში წელიწადში 8 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.

ლუკაკუს ბოლო დღეებში „ატლანტა იუნაიტედის“, „ბეშიქთაშის“ და „ტრაბზონსპორის“ შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, სამაგიეროდ, „ფენერბაჰჩეში“ გადასვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს „ანდერლეხტის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „ევერტონის“, „მანჩესტერის“, „ჩესლის“, „ინტერისა“ და „რომას“ რიგებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161377