ფეხბურთი

19:35 | 9.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "მონაკოსთან" 2:0-დან წააგო, მამარდაშვილმა შეცვლაზე ითამაშა

„ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „მონაკოსთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, მაგრამ ამჯერად შეცვლაზე.

„წითლებს“ შვებულებიდან ალისონი დაუბრუნდათ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ჩაატარა. ანდონი ირაოლას გუნდმა ალექსანდერ ისაკის და ფლორიან ვირტცის გოლებით ნახევარ საათში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

პირველ ტაიმში ალექსანდრ გოლოვინმა პენალტით შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმში მიკა ბიერეთმა და პარის ბრუნერმა გაუტანეს მამარდაშვილს გოლები. ქართველმა მეკარემ სწორედ მეორე ტაიმი გაატარა მოედანზე.

„ლივერპული“ 16 აგვისტოს, „კომოსთან“ გამართავს ამხანაგურ შეხვედრას, რითაც მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებს, ხოლო 23 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში „ნიუკასლს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091256