საქართველოს ნაკრებისა და „სპორტინგის“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ უახლოვდება.
ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი მანამდე თითქოს, „ხეტაფეში“ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. ახლა, ანდალუსიური კლუბი ფავორიტია.
„სპორტინგი“ და „სევილია“ შეთანხმებასთან ახლოს არიან, რომელიც ერთწლიან იჯარას და გამოსყიდვის ვალდებულებას მოიცავს 5.5 მილიონ ევროდ, გარკვეული შედეგების მიღწევის შემთხვევაში. გამოსყიდვა შეიძლება სავალდებულო გახდეს, თუ „სევილია“ ლა ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და ქოჩორაშვილსაც გუნდში სათამაშო დრო ექნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ გასულ ზაფხულს „ლევანტედან“ 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უმეტესწილად მხოლოდ შეცვლებზე უწევდა თამაში.
ქართველს მანამდე წარმატებული პერიოდი „ლევანტეში“ ჰქონდა, რომელსაც ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.





