სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „სკალიცამ“ სტუმრად „ჟილინა“ 3:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა.
„სკალიცას“ ქართველმა ლეგიონერმა მეტოქის კარი მესამე წუთზე დალაშქრა, როცა ანგარიში გახსნა. ის მოედანზე 73-ე წუთამდე იყო და ამ სეზონში პორველად გაიტანა. „ჟილინას“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა ალექსანდრე ნარიმანიძემ.
„სკალიცა“ 7 ქულით მეორეა და მომდევნო ტურში „კოშიჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჟილინას“ 4 ქულა აქვს და „ბანსკა ბისტრიცას“ შეხვდება.







