ფეხბურთი

23:53 | 9.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩალობა კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

ტრევო ჩალობა „ჩელსიდან“ „კომოში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი მცველის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც 6 მილიონი ბონუსად დაემატება. კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ტრევო ჩალობა „ჩელსის“ აღზრდილია, რომლის მაისურით 151 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, იჯარით „იფსვიჩში“, „ჰადერსფილდში“, „ლორიენსა“ და „კრისტალ პალასში“ უთამაშია, ინგლისის ნაკრებში კი ორჯერ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083357