ფეხბურთი

0:48 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის საგოლე პასი "ლაციოსთან" სპარინგში

„ფროზინონემ“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა „ლაციოსთან“, გიორგი კვერნაძე კი საგოლე პასით გამოირჩა.

მე-12 წუთზე ჯაკომო კალომ ანგარიში გიორგის პასით გახსნა. თუმცა, შეიძლება ითქვას, ქართველი კარში ურტყამდა, დიდი ალბათობით, გოლიც გადიოდა, მაგრამ კალო ბურთს შეეხო და გოლიც მას ჩაეთვალა. „ფროზინონემ“ შემდეგ ორი გოლი გაუშვა მატია ძაკანისგან და მარცხი განიცადა - 1:2. კვერნაძე მე-60 წუთზე შეცვალეს.

„ფროზინონემ“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, წინ ოფიციალური მატჩებია: 16 აგვისტოს, იტალიის თასზე „იუვე სტაბიას“ შეხვდება, ხოლო 23 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085366