„ტრაბზონსპორი“ მოჰამედ სალაჰის შემდეგ დარვინ ნუნიესსაც დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
ურუგვაელი ფორვარდი თურქულ გუნდს „ალ-ჰილალიდან“ იჯარით შეუერთდება. ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება.
დარვინ ნუნიესმა გასულ სეზონში „ალ-ჰილალში“ 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პენიაროლის“, „ალმერიას“, „ბენფიკასა“ და „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ „ტრაბზონსპორმა“ ცოტა ხნის წინ მოჰამედ სალაჰი დაიმატა.







