ფეხბურთი

10:44 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა TimesSport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურად მიმდინარეობს და თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია 33 წლის კეინი გერმანულ კლუბთან ახალ კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს. კეინის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2027 წელს ეწურება.

ჰარი კეინი "ბაიერნის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მან ამ დროის განმავლობაში კონკრეტულად ბუნდესლიგაში 94 მატჩი ჩაატარა და 98 გოლთან ერთად 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085926