ფეხბურთი

12:11 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანი ერედივიზიონის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და "ექსელსიორის" ფეხბურთელმა ირაკლი იეგოიანმა ახალი სეზონი კარგად დაიწყო და voetbalprimeur-მა ის ერედივიზიონის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

"ექსელსიორი" პირველ ტურში სტუმრად "კამბურს" დაუპირისპირდა და 4:0 იმარჯვა, ხოლო იეგოიანი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, ხოლო საგოლე გადაცემა 31-ე წუთზე შეასრულა. ირაკლიმ მოედანზე 75 წუთი დაყო და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

"გოლითა და საგოლე გადაცემით იეგოიანი ამ უქმეებზე „ექსელსიორის“ რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მან თავი უკვე მე-17 წუთზე გამოიჩინა ფრიზლანდიაში, ხოლო გოლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. „კამბურის“ მარცხენა ფლანგის ფეხბურთელებს იეგოიანის შეჩერება ძალიან გაუჭირდათ. ქართველი ფეხბურთელი მუდმივად ქმნიდა სახიფათო მომენტებს, აკეთებდა შეტევით მოქმედებებს და ერთმანეთის მიყოლებით ზუსტ ჩაწოდებებს ასრულებდა", - წერს გამოცემა voetbalprimeur-ი.

"ექსელსიორი" მეორე ტურის მატჩს 15 აგვისტოს გამართავს და საკუთარ მოედანზე "პსვ ეინდჰოვენს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090415