„პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონადან“ ფერან ტორესის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.
ფრანგულ კლუბს ფერანთან შეთანხმება დიდი ხანია მიღწეული აქვს, ახლა კი, „ბარსელონასთან“ პრაქტიკულად მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას.
პსჟ-მ „ბარსას“ 50 მილიონი ევროს ღირებულების ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ფერანს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი გაისად ეწურება, რის გამოც ფრანგები მიიჩნევენ, რომ 50 მილიონი ევრო შესაბამისი ფასია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ტრანსფერისთვის 70-80 მილიონი მაინც იქნებოდა საჭირო.
ფერან ტორესს ლუის ენრიკე კარგად იცნობს, რადგან მასთან ესპანეთის ნაკრებში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
ფერან ტორესი „ვალენსიას“ აღზრდილია, საიდანაც 2020 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, ხოლო 2022 წლიდან „ბარსელონაში“ 207 მატჩში 65 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრების მაისურით მას 65 თამაშში 25 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, 4 გოლი საქართველოს გაუტანა, მისი კარიერის მთავარი მომენტი კი, რა თქმა უნდა, სამი კვირის წინ იყო, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინას გამარჯვების გოლი გაუტანა.





