ფეხბურთი

18:28 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" პორტუგალიელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

„რომას“ პორტუგალიური ფეხბურთის ტალანტის, როდრიგო მორას შეძენა სურს. იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსიმ“ ახალგაზრდა ნახევარმცველთან 2031 წლის ზაფხულამდე კონტრაქტზე შეთანხმებასაც მიაღწია.

თუმცა, ახლა შეთანხმება „პორტუსთანაა“ საჭირო, რომელიც 50 მილიონ ევროს ითხოვს. თავის მხრივ, „რომა“ 25 მილიონ ევროს და მომდევნო ტრანსფერიდან მაღალ პროცენტს, თანხის 40-50%-ს სთავაზობს.

გარდა ამისა, „რომა“ გარემარბის დამატებაზე მუშაობს და ორივე ვარიანტი აქვს: „არსენალიდან“ გაბრიელ მარტინელი და „რეალიდან“ ენდრიკი. კლუბი ამ კუთხითაც აგრძელებს მუშაობას.

19 წლის როდრიგო მორა „პორტუს“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 79 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082041