მადრიდის „რეალის“ ახალწვეულები დაინომრნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდმა სატრანსფერო ფანჯარაში, რომელიც ჯერ არ დახურულა, ძალიან იაქტიურა და ექვსი ფეხბურთელი დაიმატა.
მარკ კუკურელია „სამეფო კლუბში“ 17 ნომრით ითამაშებს, კარლოს ესპი 19 ნომერი იქნება, იბრაჰიმა კონატე 16, დენზელ დუმფრისი 24, იან დიომანდე 25 და ბერნარდო სილვა - 20.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ კიდევ აპირებს ახალი ფეხბურთელების დამატებას, მთავარი სამიზნე კი ცენტრალური ნახევარმცველის შეძენაა.





