„ლივერპულმა“ „ბარსელონადან“ ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„წითლებმა“ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი იჯარით დაიმატეს, ერთი წლის შემდეგ კი მისი გამოსყიდვა 55 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
„მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ ამ უდიდეს კლუბში, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მოუთმენლად ველი ჩემს თანაგუნდელებთან შეხვედრას, მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას და ძალიან მოტივირებული ვარ და ნამდვილად მზად ვარ, რომ დავიწყო. ვფიქრობ, ეს იყო იდეალური ნაბიჯი ჩემი კარიერის ამ ეტაპზე. ვფიქრობ, ეს იყო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც აუცილებელი იყო. როგორც კი ლივერპულის ინტერესი გავიგე, ყველაფერი ძალიან, ძალიან სწრაფად განხორციელდა“, - თქვა არაუხომ.
რონალდ არაუხო „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 213 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე ურუგვაელი „რენციცასის“ და „ბოსტონ რივერის“ წევრი იყო.





