ფეხბურთი

23:51 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ენდრიკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის „რეალი“ ენდრიკს არ გაანათხოვრებს. ესპანური მედიის ცნობით, „სამეფო კლუბმა“ ბრაზილიელ ტალანტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„რეალმა“ ენდრიკს და მის აგენტებს აცნობა, რომ ფეხბურთელი გუნდში დარჩება, ჟოზე მოურინიოს ბრაზილიელთან მუშაობა სურს. იყო შანსი, რომ ენდრიკი მადრიდულ გრანდს ისევ გაენათხოვრებინა, მაგრამ ეს არ მოხდება.

ენდრიკმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ლიონში“ გაატარა, სადაც 21 თამაშში 8 გოლი გაიტანა. „რეალის“ მთავარ გუნდში კი მის აქტივში 40 თამაში და 7 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.186839