ლონდონის „ტოტენჰემმა“ მიკი ვან დე ვენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შეთანხმების საფუძველზე ვან დე ვენი „დეზებში“ 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მიკი ვან დე ვენი „ტოტენჰემს“ 2023 წელს შეუერთდა და 96 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ვოლფსბურგსა“ და „ვოლენდამში“ თამაშობდა.





