ლონდონის "არსენალი" "ჩელსის" პორტუგალიელი გარემარბის პედრუ ნეტუს ტრანსფერით დაიტერესდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, "მეთოფეთა" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და მათ შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წამატებით დასრულდება, "არსენალს" აღნიშნულ ტრანსფერში დაახლოებით 70 მილიონის გადახდა მოუწევს.
პედრუ ნეტუ “ჩელსის” 2024 წლიდან წარმოადგენს. გასულ სეზონში მან ლონდონური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.





