ფეხბურთი

12:29 | 11.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის დაბრუნების თარიღი უცნობია: არგენტინელი ფეხბურთს დროებით ჩამოშორდა

ლიონელ მესის მოედანზე დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო, "ინტერ მაიამიში“ მისი დაბრუნების თარიღი უცნობია და შესაბამისად არგენტინელი სუპერვარსკვლავი უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს. ინფორმაციას გამოცემა Doble Amarilla ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მესიმ მამის, ხორხე მესის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ის 7 აგვისტოს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა იტყობინება, ლიონელ მესი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც სამშობლოში ოჯახთან და ახლობლების გარემოცვაში იმყოფება.

ამ დროისთვის უცნობია, როდის დაბრუნდება მესი ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჯერ არ არსებობს კონკრეტული თარიღი, როდესაც ის "ინტერ მაიამის“ შეუერთდება და მოედანზე დაბრუნდება.

როგორც ირკვევა, კლუბს ფეხბურთელისთვის დაბრუნების კონკრეტული ვადა არ დაუწესებია და მესი თავად გადაწყვეტს, როდის იქნება მზად გუნდში დასაბრუნებლად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157049