გრაცის „შტურმს“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ფენერბაჰჩესთან“ ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.
ქართველი ნახევარმცველი ისევ ტრავმირებულია და ავსტრიული მედიის ცნობით, ჯერ არ არის გარკვეული, როდის დაუბრუნდება მოედანს.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 5-დან ოთხი მატჩის გამოტოვება უკვე მოუწია, მხოლოდ პირველ შეხვედრაში ითამაშა, როცა საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ მაშინაც ბოლომდე მზად არ იყო და მას შემდეგ უქმობს.
შეგახსენებთ, რომ „შტურმს“ „ფენერბაჰჩესთან“ პირველი თამაში 0:2 აქვს წაგებული და თურქული გუნდის წინააღმდეგ ქამბექი სჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდეს, თუ არადა, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.







