ფეხბურთი

18:49 | 11.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემმა" კოტდივუარელი მცველი 40 მილიონად დაიმატა

„ნოტინგემ ფორესტმა“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ კოტდივუარელი მცველი უსმან დიომანდე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელებმა პორტუგალიელებს 40 მილიონი ევრო გადაუხადეს და კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

უსმან დიომანდე „სპორტინგის“ რიგებში 2022 წლიდან თამაშობდა და 132 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე პორტუგალიაში „მარფას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157426