2026-2027 წლების სეზონისთვის „უდინეზე“ დაინომრა, შესაბამისად, საბა გოგლიჩიძის და გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო ნომრებიც გაირკვა.
გოგლიჩიძე, როგორც გასულ სეზონში, ახლაც 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. თუმცა, ქართველმა მცველმა შეიძლება უდინური კლუბი დატოვოს. იტალიური მედია წერს, რომ საბა წამსვლელთა შორისაა, მაგრამ სად, ჯერ უცნობია.
ფაქტია, რომ მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაიჩი მასზე გეგმებს არ აწყობს - ამხანაგურ მატჩებშიც კი არ მიუცია თამაშის შესაძლებლობა.
რაც შეეხება „უდინეზეს“ ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეს, ის კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„უდინეზე“ სეზონს 15 აგვისტოს, იტალიის თასზე „პადოვასთან“ შეხვედრით დაიწყებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 22 აგვისტოს, „კომოს“ უმასპინძლებს.





