ჩოგბურთი

11:54 | 12.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა

34 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

კვალიფიკაციის 1/2 ფინალში ნიკოლოზის მეტოქე პორტუგალიელი ხაიმე ფარია (ATP 79) გახლდათ, რომელმაც შეხვედრა ორ სეტში 6:4,6:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილმა მატჩში 5 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა და 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა. პორტუგალიელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზს ორივე სეტში თითო-თითო გეიმი მოუგო. შეხვედრა 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშივილი ATP-ი რეიტინგში 130-ე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087248