ფეხბურთი

15:25 | 12.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პეპ ჩავარია „ჩელსის“ ფეხბურთელია

28 წლის ესპანელი მარცხენა მცველი პეპ ჩავარია „რაიო ვალეკანოდან" კარიერას ლონდონის „ჩელსიში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.

ჩავარიამ „ჩელსისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. აღნიშნული ტრანსფერი "არისტოკრატებს" 19 მილიონი დაუჯდებათ, რასაც შესაძლოა ბონუსების სახით 2 მილიონიც დაემატოს.

პეპ ჩავარია "რაიო ვალეკანოს" ღირსებას 2022 წლიდან იცავდა, იქამდე კი "სარაგოსას" რიგებშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089237