დღეს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში უეფას სუპერთასის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" ბირმინგემის "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.
მატჩამდე სხვა და სხვა ცნობილმა გამოცემებმა გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნეს და აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს ყველა მათგანი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Sofascore-ის ვერსიით:
"პარი სენ-ჟერმენი" 4-3-3 - საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, რუისი, ნევეში, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
მწვრთნელი - ლუის ენრიკე.
"ასტონ ვილა" 4-3-3 - მარტინესი, მაატსენი, ტორესი, კონსა, ქეში, კამარა, გომესი, ბუენდია, გარნაჩო, მაკგინი, უოტკინსი.
მწვრთნელი - უნაი ემერი.
ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.





