ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი ჯედ სპენსი დიდი ალბათობით, კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.
ინგლისელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის 2031 წლამდე კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია, სეზონში 3 მილიონი ევროს ხელფასით. „ნერაძური“ „ტოტენჰემთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა კლუბთანაც შეთანხმდეს.
იტალიელები მზად არიან 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, რასაც 4 მილიონს ბონუსად დაუმატებენ.
ჯედ სპენსი „ტოტენჰემში“ 2022 წლიდან თამაშობს და 85 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე უთამაშია „მიდლსბროში“, „ნოტინგემში“, „რენსა“ და „ლიდსში“, ინგლისის ნაკებში კი 11-ჯერ უთამაშია.





