სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ დუშან ვლაჰოვიჩი დაიმატა. სერბი ფორვარდი სტამბოლში ჩავიდა და „არწივების“ ღირსებას დაიცავს.
ვლაჰოვიჩი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უგუნდოდ იყო, მას შემდეგ, რაც „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. უფრო მაღალი დონის გუნდისგან ან ლიგიდან შეთავაზება მან ვერ მიიღო და თურქეთში გააგრძელებს კარიერას.
დუშანი „ბეშიქთაშს“ სამწლიანი კონტრაქტით შეუერთდა და სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
აღსანიშნავია, რომ "ბეშიქთაშის" მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანოა, რომელიც ვლაჰოვიჩს "ფიორენტინაში" წვრთნიდა და სერბს სწორედ მაშინ ჰქონდა კარიერის საუკეთესო მონაკვეთი.
დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობდა და 168 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა. მანამდე კი „ფიორენტინას“ და „პარტიზანის“ ღირსებას იცავდა.







