კოლუმბიის ნაკრებისა და „ბოლონიას“ მცველი ჯონ ლუკუმი სავარაუდოდ, კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
ტურინულ გრანდს 28 წლის კოლუმბიელთან პირადი შეთანხმება 2031 წლის ზაფხულამდე კონტრაქტზე, მიღწეული აქვს. ლუკუმის ხელფასი სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.
„იუვემ“ „ბოლონიას“ კიდევ ერთი შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს და ტურინელები დარწმუნებული არიან, რომ შეთანხმებას კლუბთანაც მოახერხებენ.
ჯონ ლუკუმიმ კარიერა „დეპორტივო კალიში“ დაიწყო, საიდანაც „გენკში“ გადავიდა, ხოლო 2022 წლიდან „ბოლონიას“ წევრია, რომლის მაისურით 152 თამაშში 2 გოლი გაიტანა.





