ფეხბურთი

2:54 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელებიც იმსახურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მეც"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ გოლისა და გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გამარჯვება დაიმსახურეს. კვარამ კომენტარი ოქროს ბურთის შესაძლო მოგებაზეც გააკეთა:

„რთული თამაში იყო, მაგრამ მოგება დავიმსახურეთ. რამდენიმე ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს და გვიხარია, რომ მოვიგეთ. ჩვენზე მათზე უკეთ ვითამაშეთ. ამ დონეზე დარჩენა რა თქმა უნდა, ძნელია, რადგან მაღალი წნეხია. ვმუშაობთ, რომ ეს შევძლოთ, ამ საოცარ ფეხბურთელებთან ერთად.

სეზონის ტიტულით დაწყება პოზიტიურია, გვინდა, რომ ყველაფრის მოგება ვცადოთ. ჩემს თანაგუნდელებთან შედარებით დასვენებისთვის მეტი დღე მქონდა, თუმცა, იმედი მაქვს, შემდეგ მუნდიალზე მეც ვითამაშებ... დრო მქონდა დასასვენებლად, კარგ ფორმაში ვარ, ბევრი ვიმუშავე, რომ სეზონისთვის დასაწყისისთვის მზად ყოფილიყავი.

ოქროს ბურთი? ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ასეთ ჯილდოს გიკავშირებენ, მაგრამ ამ გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებს. ბედნიერი ვარ, როგორი სეზონიც მქონდა. ზოგი ამბობს, რომ მეც ვიმსახურებ, ვნახოთ, რა მოხდება. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება? რთული იქნება, თუმცა, ამისთვის ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

კვარას პსჟ-ში უკვე ბევრი ტიტული დაუგროვდა: საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი ორ-ორჯერ. თითოჯერ საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი!

პსჟ-ს კვარას ოთხ დღეში კიდევ ერთი ტიტულის შანსი ექნებათ - 16 აგვისტოს, „ლანსს“ საფრანგეთის სუპერთასისთვის შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086165